„მერსედეს-ბენცი“ რუსულ ბაზარს ტოვებს და თავისი შვილობილი კომპანიების აქციებს ადგილობრივ ინვესტორს მიჰყიდის
„მერსედეს-ბენცი“ რუსულ ბაზარს ტოვებს და თავისი შვილობილი კომპანიების აქციებს ადგილობრივ ინვესტორს მიჰყიდის

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია „მერსედეს-ბენცი“ რუსულ ბაზარს ტოვებს და თავისი შვილობილი კომპანიების აქციებს ადგილობრივ ინვესტორს მიჰყიდის, მათ შორის მოსკოვის ოლქში მდებარე ავტოქარხანას.

კომპანიის რუსულმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თავისი ადგილობრივი შვილობილი კომპანიების აქციებს ჰოლდინგ „ავტოდომს“ მიჰყიდის.

როგორც სააგენტო „როიტერი“ გერმანული კომპანიის წარმომადგენელზე წერს, რუსული ბაზრიდან წასვლა არ აისახება რუსულ კომპანია „კამაზში“ „მერსედესის“ აქციების 15-პროცენტიან წილზე. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს ეს აქციები ამერიკულ ავტომწარმოებელ Daimler Truck-ს გადაეცემა.

მიმდინარე თვეში რუსეთის ბაზარი იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მაც დატოვა, რომელმაც თავისი ბიზნესი რუსეთში სახელმწიფო კომპანიას ერთ ევროდ გადასცა, რითაც 687 მილიონი დოლარი იზარალა. მანამდე, თავისი აქციების საკონტროლო პაკეტი ერთ რუბლად რუსულ „ავტოვაზს“ ფრანგულმა კომპანია Renault-მ გადასცა.