მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სავარაუდოდ 22 ოქტომბერს გაათავისუფლებენ
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სავარაუდოდ 22 ოქტომბერს გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ პირველ არხს ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გატაცებულები სოფელ ოკამიდან იყვნენ, ისინი სოფელ ხვითიდან გაიტაცეს, სადაც სავარაუდოდ შეშისთვის გადავიდნენ.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, ერთ-ერთი დაკავებული ბიძაშვილს თავად დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია გამგებელს მიაწოდა.
კობა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულების გათავისუფლებაზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.
რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამში მცხოვრები ორი პირი დღეს დააკავა.