მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სავარაუდოდ 22 ოქტომბერს გაათავისუფლებენ

16:40, 20.10.2018

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს სავარაუდოდ 22 ოქტომბერს გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ პირველ არხს ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გატაცებულები სოფელ ოკამიდან იყვნენ, ისინი სოფელ ხვითიდან გაიტაცეს, სადაც სავარაუდოდ შეშისთვის გადავიდნენ.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, ერთ-ერთი დაკავებული ბიძაშვილს თავად დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია გამგებელს მიაწოდა.

კობა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულების გათავისუფლებაზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამში მცხოვრები ორი პირი დღეს დააკავა.

მსგავსი