მერილენდის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
თავდასხმა ქალაქ აბერდინში, საქველმოქმედო ცენტრთან მოხდა. ინციდენტის დროს შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ამჟამად ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მივლენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებიც.
სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.