მერილენდის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მერილენდის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მერილენდის შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

თავდასხმა ქალაქ აბერდინში, საქველმოქმედო ცენტრთან მოხდა. ინციდენტის დროს შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ამჟამად ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე  მივლენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებიც.

სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.