მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაღუპული მუშა მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და სამუშაოებზე დასაქმებული ერთი მამაკაცი მოიყოლა.
როგორც მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე განმარტავს, სამუშაოებს თავად უნივერსიტეტი აწარმოებდა და გარდაცვლილი მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა.
დაღუპულის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა.