მერიის განახლებულ შემადგენლობაზე ახალი მოწვევის საკრებულო 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს
კახა კალაძეს მერიაში ახალი გუნდის დამტკიცებისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდებ. ვიცე-მერისა და მერის მოადგილეების დასახელების შემდეგ, მერიის 13 სამსახურის ხელმძღვანელსა და ათ გამგებელს მერი 15 ნოემბერს წარადგენს.
განახლებულ შემადგენლობაზე ახალი მოწვევის საკრებულო 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს. მომდევნო დღეს კი ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატები დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ამის შემდეგ თბილისის მერიის სამსახურები და გამგეობა განახლებული ხელმძღვანელობით შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და მერის მოადგილეები წარადგინა.