მერიაში არ აკონკრეტებენ, გათავისუფლდა თუ არა თანამდებობიდან სატრანსპორტო კომპანიის უფროსის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი
“ვარკეთილის” მეტროში სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი ყველა ადამიანი სამსახურს დატოვებს, – ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა მის მოადგილეს ნუგზარ ჭეიშვილის სამსახურიდან წასვლა, რომელიც დავით ნარმანიას დროს სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობა, მამუკა კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იმ ადამიანის გვარს და სახელს ვერ დაასახელებს, ვისაც სამსახურიდან წასვლა მოუწევს.
„ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები დაუკვეთა და მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. ფაქტი ერთია, რომ იყო ხარვეზები როგორც საპროექტო დონეზე, ასევე სამშენებლო დონეზე, შესაბამისად თუ რა ეტაპზე იქნება ხარვეზი დაშვებული, გამოძიება მიმდინარეობს და დადებს შედეგს. მანამდე თუ რომელიმე თანამშრომელს გადაცდომა ჰქონდა, საპროექტო სამუშაოებთან მიმართებაში, თანამდებობიდან ყველა გათავისუფლდება. ვის მოუწევს სამსახურიდან წასვლა გვარებს და სახელებს მოგვიანებით დავასახელებ. საპროექტო სამუშაოებზე გამოაცხადა ტენდერი და მიიღო სატრანსპორტო კომპანიამ შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია პასუხისმგებელი, თუ სადმე ხარვეზი იყო გაშვებული”, – განაცხადა მამუკა კომახიძემ.