პოლონეთის ექსტრაკლასას მე–20 ტურში გიორგი მერებაშვილმა თავი გოლით გამოიჩინა. მისმა გუნდმა, პლოცკის “ვისლამ” საკუთარ მოედანზე ნოვი-სონჩის “სონდეჩიას” უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პლოცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 27–ე წუთზე, როდესაც სტუმრები იგებდნენ, მერებაშვილმა ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა 1:1. საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა
ექსტრაკლასას მიმდინარე გათამაშებაში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა “ვისლაში” 19 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 20 ტურის შემდეგ “ვისლა” 27 ქულით მე-9 ადგილზეა. თუმცა, მესამეადგილოსან “იაგელონიას” 9 ქულით ჩამორჩება, მეოთხეადგილოსან პოზნანის “ლეხს” კი – 6 ქულით და ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ევროპის ლიგაზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
3rd Goal ⚽️💪🏻🙌🏻1️⃣7️⃣//1️⃣8️⃣ season in Ekstraklasa Giorgi Merebashvili
Posted by Giorgi Merebashvili on 2017 წლის 13 დეკემბერი, ოთხშაბათი