გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, „სარაევომ“ მოიგო #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, „სარაევომ“ მოიგო #1TVSPORT

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილმა „სარაევომ“ მორიგ შეხვედრა ჩაატარა „პოსუშიეს“ წინააღმდეგ და 3:1 მოიგო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი „სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში მის აქტიურობას სტუმართა კარში გოლი მოჰყვა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. მეორე ნახევარში გიორგის თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გატანა ვერ მოახერხა.

ამ მოგების შემდეგ „სარაევომ“ 32 ქულა დააგროვა და ბოსნიის ჩემპიონატში გამართული 23 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა. ქართველის გუნდი ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის და ლიდერთა სამეულში მყოფ „შიროკი ბრიეგს“ 8 ქულით ჩამორჩება.

პოსუშიესთან“ მატჩის შემდეგ გულიაშვილი თურქეთში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება და ლატვიასთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.