"რუსთავი" ოთხივე ლეგიონერმა დატოვა
"რუსთავი" ოთხივე ლეგიონერმა დატოვა

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ახალმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, დღეს გუნდი პირველ შეხვედრას მართავს.

რუსთავული საფეხბურთო კლუბის მეტოქე გათამაშების ლიდერი “საბურთალოა“.

დაპირისპირებაში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე მიმდინარეობს, კილასონიამ განაცხადში არცერთი ლეგიონერი არ შეიყვანა.

როგორც გაირკვა, გუნდი ოთხივე ოსმა ფეხბურთელმა დატოვა, ტარას ცარიკაევმა, ბათრაზ ხადარცევმა, გეორგი გაბულოვმა და ალბერტ ცხოვრებოვმა.

ისინი ვლადიმერ გაზაევმა ჩამოიყვანა და რადგან მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, ფეხბურთელებმა  სოლიდარობა გამოუცხადეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.