ქართული ლეგიონის წარმატებული კვირა - გოლები, საგოლეები და სიმბოლურები
ქართული ლეგიონის წარმატებული კვირა - გოლები, საგოლეები და სიმბოლურები

ქართული ლეგიონის წარმატებული უქმეები – ასე შეიძლება შაბათ-კვირას ქართელი ფეხბურთელების გამოსვლის შეფასება. ევროპაში მოთამაშე ქართველებმა ფეხბურთელებმა ექვსი გოლი გაიტანეს და სამი საგოლე გადაცემა გააკეთეს.

გამორჩეული ბუდუ ზივზივაძე იყო, რემლის დუბლით „მეზოკოვეშდმა“ გასვლაზე „კისვარდა“ ანგარიშით 1:2 დაამარცხა. დუბლის გარდა, ზივზივაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

ასევე დუბლი შეასრულა გიორგი ხარაიშვილმა, მაგრამ მისმა „გიოტებორგმა“ „ჰამარბიუსთან“ ანგარიშით 2:6 წააგო და ამის გამო ქართველის დუბლი ნაკლებად კაშკაშებს.

გიორგი აბურჯანიამ „ტვენტეში“ პირველი გოლი გაიტანა, რომელმაც სიტარდის „ფორტუნასთან“ სტუმრად, ანგარიშით გაიმარჯვა – 2:3.

ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა ოთარ კაკაბაძემ. საქართველოს ნაკრების მცველი „ვოლენთან“ შვეიცარიის თასის მეთექვსმეტედფინალში „ლუცერნს“ გამარჯვებაში დაეხმარა – 24 წლსი მცველმა 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მისმა გუნდმა კი ეს ეტაპი იოლად გაიარა – 0:4.

უქმეებზე სამი საგოლე გადაცემა შეასრულეს. ქართველების გუნდი „სან ხოსე“ ამერიკის ჩემპიონატში ლიდერს, „ნიუ იორკ სიტის“ ესტუმრა და ვაკო ყაზაიშვილის გადაცემით მე-20 წუთზე კრის ვონდოლოვსკიმ კალიფორნიელები დააწინაურა. თუმცა, „ერსქვეიქსმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ლუკა ზარანდიამ ბელგიის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა. „ზულტე ვარეგემის“ ქართველმა თავდამსმხელმა „ეუპენთან“ გასვლით მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ 46-ე წუთზე გამოცვალეს, რადგან 43-ე წუთზე „ზულტე ვარეგემს“ მოთამაშე გაუძევეს და მწვრთნელი იძულებული გახდა, ტაქტიკა დაცვით სქემაზე გადაეწყო – საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

საგოლე გადაცემა მიითვალა მათე ცინცაძემაც ანგარიშზე – ქართველმა ნახევარმცველმა ახალ კლუბში, „ელგავში“ საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთ-ერთ ლიდერ „ვენტსპილსთან“ გასვლაზე ქულის მოპოვებაში (1:1) დაეხმარა.

ისიც აღსანიშნავია, რომ უქმეებზე სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს გიორგი მაკარიძე, ბუდუ ზივზივაძე და ჯაბა კანკავა. ყაზახეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში კოსტანაის „ტობოლმა“ საკუთარ მოედანზე „ოკჟეტპესი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, გამარჯვებულებში კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი საფეხბურთო კომპანია „ინსტატ ინდექსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

აქვე ვიტყვით, რომ კვიპროსში გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ ასევე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და გუნდში საუკეთესო გახლდათ.