გამოცემა „ჩემპიონატი“ - „ლოკომოტივი“ კვირკველიას შეელევა
გამოცემა „ჩემპიონატი“ - „ლოკომოტივი“ კვირკველიას შეელევა

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს, რომელიც საბა კვირკველიას შეცვლის – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

„გუნდი ქართველთან დამშვიდობებას აპირებს და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს – გაყიდვას, იჯარით გაშვებას და ხელშეკრულების გაწყვეტას. კანდიდატები მცველის პოზიციაზე უკვე არიან, ყველა მათგანი 28 წლის კვირკველიაზე ახალგაზრდაა, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია,“ – წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრების მცველი „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან თამაშობს. მას მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა „ლოკომოტივის“ ფორმით რუსეთის პრემიერ ლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა, ხოლო თითო მატჩი ჩემპიონთა ლიგასა და რუსეთის თასზე.

საბა კვირკველიას სატრანსფერო ფურცლის ღირებულებას სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ 6,5 მილიონ ევროდ აფასებს.