გიული მანჯგალაძე „ვენტსპილსის“ ლიდერად ყალიბდება (ვიდეო)

ლატვიის ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩში ქართული გოლი გავიდა. „ვენტსპილსმა“, რომლის რიგებშიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ქართველი ნახევარმცველი – გიული მანჯგლაძე გადავიდა, მეტას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მატჩის 77-ე წუთზე მანჯგალაძემ შორეული დარტყმით სტუმრების მეკარეს ულამაზესი გოლი გაუტანა და ანგარიში 2:1 გახადა. მანჯგალაძისთვის ახალ გუნდში ეს რიგით მეორე გოლია, მანამდე სათასო დაპირისპირებაში 11 მეტრიანით გაიტანა, მისმა გუნდმა კი მეოთხედფინალურ სტადიაზე პირველ ლიგელ „ბეტლანესთან“ 2:1 გაიმარჯვა.

წინა კვირაში ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასით თავის გამოჩენა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეძლო, როდესაც მისმა გუნდმა ალბანურ ლიუფტეტარს გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 მოუგო.

ასე რომ, მანჯგალაძის ლატვიური კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაიწყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. ქართველის გუნდი 14 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება. „ვენტსპილსი“ მომავალ შეხვედრას 23 ივლისს აუტსაიდერ ვალმიერას წინააღმდეგ გამართავს.