2018 წელი „ტრანსფერმარკტმაც“ დახურა - ყველაზე ძვირადღირებული კვირკველიას ტრანსფერია
2018 წელი „ტრანსფერმარკტმაც“ დახურა - ყველაზე ძვირადღირებული კვირკველიას ტრანსფერია

საბა კვირკველია კვლავ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეა. „ტრანსფერმარკტმა“ წლის შემაჯამებელი შეფასებები გააკეთა და ყველა მოთამაშის გრაფაში სავარაუდო სატრანსფერო ფასი დაწერა.

გერმანული სამენეჯერო კომპანიის გვერდი რეალობას ასახავს. წელს სატრანსფერო ფასები საგრძნობლად გაეზარდათ საბა კვირკველიას, გიორგი ჩაკვეტაძეს, დავით ხოჭოლავას და გიორგი ქვილითაიას.

სამაგიეროდ, ამერიკულ “სან-ხოსეში” გადასვლით შეფასება შეუმცირდათ გურამ კაშიას და ვალერი ყაზაიშვილს ხოლო ტრავმებმა და უთამაშებლობამ ძალიან აზარალა ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები

საბა კვირკველია, მოსკოვის „ლოკომოტივი“ 8,000,000

გიორგი ჩაკვეტაძე, „გენტი“ 5,000,000

დავით ხოჭოლავა, დონეცკის „შახტარი“ 3,000,000

გიორგი ქვილითაია , „გენტი“ 3,000,000

ვალერი ყაზაიშვილი, „სან ხოსე” 2,000,000

გურამ კაშია, „სან-ხოსე“ 1,500,000

ჯიმი ტაბიძე, „უფა“ 1,500,000

ვაკო გვილია, „ლუცერნი“ 1,250,000

ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ 1,000,000

ჯანო ანანიძე, მოსკოვის „სპარტაკი” 1,000,000

ოთარ კაკაბაძე, „ლუცერნი” 1,000,000

ჯაბა კანკავა, „ტობოლი” 1,000,000