მერაბ მორჩაძე - მ.კ.-მ მკითხა, მერაბი ბიძია, შენ როგორ მოიქცეოდიო, რაზეც ვუთხარი, მხოლოდ სიმართლეს ვიტყოდითქო
მერაბ მორჩაძე - მ.კ.-მ მკითხა, მერაბი ბიძია, შენ როგორ მოიქცეოდიო, რაზეც ვუთხარი, მხოლოდ სიმართლეს ვიტყოდითქო

მ.კ.-მ მკითხა, მერაბი ბიძია, შენ როგორ მოიქცეოდიო, რაზეც ვუთხარი, მხოლოდ სიმართლეს ვიტყოდითთქო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ სასამართლოში განაცხადა.

მერაბ მორჩაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მ.კ.-ს დედის თანდასწრების გარეშე არასდროს შეხვედრია.

„პირველ რიგში მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ოჯახს, რომელსაც ამხელა ტრაგედია დაატყდა თავზე, მაგრამ პროკურატურას ვეკითხები, რა თანხა შევთავაზე, რა თანხა მივუტანე ოჯახს? არც ერთხელ არ მივსულვარ ბავშვის ოჯახში, არ დავლაპარაკებივარ დედამისის გარეშე. მე რომ მივედი, თვენახევარი იყო გასული. მივედი იმიტომ, რომ გაურკვეველი სახის მესიჯი მივიღე – მერაბ, ჩვენ მეტი რა გაგვიჭირდება, სად ხარ, რატო არ მოდიხარო. ვერ ვიცანი ტელეფონის ნომერი და ჩავთვალე, რომ ესენი იყვნენ. აფხაზეთიდან რომ ჩამოვიდნენ, იმის მერე გვაქვს კონტაქტი და ვეხმარებოდით ერთმანეთს.

არც ფული შემითავაზებია, არც სიტყვა მითქვამს, ან ასე თქვი ან ასეთქო. მკითხა: შენ როგორ მოიქცეოდი მერაბი ბიძიაო, ვუთხარი სიმართლეს ვიტყოდითქო. ილაპარაკე შენ ის, რაც სიმართლეათქო. საიდან მოაქვთ ეს კრეტინიზმი“, – განაცხადა მერაბ მორჩაძემ.

ხორავას საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.