მექსიკის ერთ-ერთ სკოლაში 11 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაშავებულებს შორის ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტორეონში მოხდა. ცეცხლის გახსნის შემდეგ მოზარდმა ადგილზე თავი მოიკლა. მომხდარის მოტივებზე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებაში ჯერ არ საუბრობენ.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, მოზარდი „კარგი მოსწავლე იყო“. ის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, სკოლაში კი უჩვეულო ქცევებით არ გამოირჩეოდა. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოზარდს თავდასხმის დროს ორი იარაღი ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიპოვა მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღი.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირების ფონზე, მკვლელობები საკმაოდ ხშირად ხდება, სკოლებში თავდასხმები იშვიათი მოვლენაა.