ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Estrella Jalisco-მ, რომელიც მექსიკის საფეხბურთო ნაკრების სპონსორია, მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეას გერმანიის ნაკრების დამარცხებისთვის. საჩუქარი – დაახლოებით 60 ყუთი ლუდი ვაშინგტონში კორეის საელჩოს წარმომადგენლებს გადაეცათ.
“Estrella Jalisco ჩვენს კორეელ მეგობრებს ულოცავს მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავ თამაშსა და დიდ გამარჯვებას.
მექსიკის ყველა გულშემატკივრის სახელით, მადლობას გიხდით: თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები გახდით. ისიამოვნეთ ამ საჩუქრით, თქვენს წინაშე ვალში ვართ. თუ გჭირდებათ გუნდი, რომელსაც უნდა უგულშემატკივროთ, იმედი გვაქვს, ეს მექსიკის ნაკრები იქნება”, – წერია Estrella Jalisco-ს განცხადებაში.
სამხრეთ კორეამ სენსაციურად დაამარცხა გერმანია (2:0) და შედეგმა მექსიკა გავარდნას გადაარჩინა.