მექსიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს # 1TVSPORT
გარემარბი ხესუს კორონა ვერ ითამაშებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში.
„სევილიამ“ გამოაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო. მას ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა, ასევე მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული.
კორონას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და აღდგენითი პროცესი 4-5 თვე გაგრძელდება.
მექსიკია ნაკრების შემადგენლობაში კორონამ 71 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
მექსიკელები მსოფლიოს ჩემპიონატზე C ჯგუფში პოლონეთის, არგენტინისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.