მექსიკის ახალი მთავრობა დანაშაულთან ბრძოლას ახალი მიდგომებით იწყებს
მექსიკის ახალი მთავრობა დანაშაულთან ბრძოლას ახალი მიდგომებით იწყებს. სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან 50 ათასამდე მებრძოლის მობილიზაცია განხორციელდა. ისინი ქვეყნის 150 რეგიონში გადანაწილდებიან. მათ შორის 35 ათასამდე სამხედრო პოლიციიდან არის, რვა ათასამდე სამხედრო-საზღვაო ფლოტიდან, დანარჩენი კი, სამართალდამცველები არიან.
ძალოვანი უწყებებიდან უფრო მომზადებული კადრებით დაკომპლექტებული ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 1-ელ დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მიიღო. მისი მიზანია, აღმოფხვრას დანაშაული შედარებით უფრო პრობლემურ შტატებში როგორებიცაა ხალისკო, პუებლო, ვერაკრუსი, სადაც ხშირია მილსადენებიდან საწვავის მიტაცების ფაქტები. მთავრობა ამ მიმართულებითაც გეგმავს სპეციალური პროგრამის წამოწყებას.
თუმცა, ძალადობისა და დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნარკოკარტელთა დაჯგუფებებს შორის აშშ-ში ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე ბრძოლას უკავშირდება.
მხოლოდ 2017 წელს მკვლელობათა რიცხვმა 31 200 შეადგინა.