მექსიკაში, ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე ბადრი ვადაჭკორიას ორი ვირტუალური გამოფენა მოეწყო
მექსიკაში ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ფოტოხელოვანმა ბადრი ვადაჭკორიამ გახსნა.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ბადრი ვადაჭკორიას ორი ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით – „ათასფერი საქართველო“ და „წარსული, აწმყო და მომავალი“. ასევე, ფოტოგრაფმა წაიკითხა ონლაინ ლექცია ფოტოგრაფიისა და საქართველოს შესახებ.
ფესტივალი მექსიკაში წელს მეათედ იმართება და საქართველო მასში პირველად მონაწილეობს.