ქალაქი გვადალახარა ​სეტყვის  1,5 მეტრიანი ფენით დაიფარა [ფოტო]
ქალაქი გვადალახარა ​სეტყვის  1,5 მეტრიანი ფენით დაიფარა [ფოტო]

მექსიკაში შტორმის დროს მოსულმა სეტყვამ ქალაქი გვადალახარა სეტყვის 1,5 მეტრიანი ფენით დაფარა.

დაზიანდა ათობით ავტომობილი. ინციდენტი ხალისკოს შტატში დღეს დილით მოხდა.

საავტომობილო გზები დროებით ჩახერგილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური და არმია, რომელიც მოსახლეობას სეტყვაში დაფლული ავტომობილებისა ამოყვანაში ეხმარებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოულოდნელი სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან