მექსიკაში შეიარაღებულ დაპირისპირებას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
„რეიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ ვილა უნიონში მომხდარ ინციდენტში სავარაუდოდ ნარკოკარტელის წევრები მონაწილეობდნენ.
მექსიკის ჩრდილეოთით, კოაუილას შტატში, ადგილობრივმა უსაფრთხოების ძალებმა ბოლო ერთ კვირაში 14 შეიარაღებული პირი მოკლეს. დაპირისპირების დროს ასევე დაიღუპნენ პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
აღნიშნული შტატი აშშ-ის საზღვართან მდებარეობს. აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადებას გეგმავს, თუმცა მექსიკის ხელისუფლება გარედან ჩარევას გამორიცხავს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე სასაუბროდ, შემდეგ კვირაში, მექსიკაში ვიზიტს გეგმავს აშშ-ის გენერალური პროკურორი, ვილიამ ბარი.