მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ძლიერი ქარის გამო სცენა ჩამოინგრა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 54 კი დაშავდა
მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ძლიერი ქარის შედეგად სცენა ჩამოინგრა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 54 დაშავდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი ხორხე ალვარეს მაინესი მხარდაჭერებს მიმართავდა. მექსიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ სცენის ქვეშ მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად სამუშაოები ისევ გრძელდება.
ხორხე ალვარეს მაინესი ამბობს, რომ მის გამოსვლამდე სცენა შეამოწმეს, თუმცა მსგავსი სიძლიერის ქარს არ ელოდებოდნენ. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.