მექსიკაში ქარიშხალი „ნორა“ მძვინვარებს. ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ და ქარმა წყალდიდობა გამოიწვია და გზები, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი სანაპირო ზოლს მიაყენა. ქარიშხალი ამ დროისთვის უკვე ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გადაადგილდება.
მექსიკის ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.