მექსიკაში ქარიშხალ „გრეისის“ გამო გამოწვეული სტიქიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
მექსიკის ქალაქ ვერაკრუზში მესამე კატეგორიის ქარიშხალ „გრეისის“ გამო გამოწვეული სტიქიის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ექვსი ბავშვი და მოზარდია.
შტატის გუბერნატორის კუიტ-ლაუაკ გარსიას ინფორმაციით, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
„ერთი ზრდასრული ადამიანი ღამით გარდაიცვალა. ის კრიტიკულ მომენტში გარეთ იმყოფებოდა. სტიქიას აგრეთვე ემსხვერპლა ექვსი ადამიანი – დედა და შვილები. კიდევ ერთი ბავშვი ღამით გარდაიცვალა“, – განაცხადა გუბერნატორმა.
ვერაკრუზის შტატის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მდინარეების დონის აწევა შესაძლოა, გაგრძელდეს და ამასთან, მოსალოდნელია, რომ მეწყერის საფრთხე მოიმატებს.