მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ათეულობით დაშავებული კვლავ საავადმყოფოებში რჩება.
წინასწარი ინფორმაციით, იდალგოს შტატში აფეთქება იმის გამო მოხდა, რომ ნავთობსადენიდან რამდენიმე ადამიანი ნავთობის მოპარვას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
მექსიკის ხელისუფლების ცნობით, ნავთობის ქურდობის გახშირებული შემთხვევების გამო, ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს კარგავს.