მექსიკაში, ნარკოდამოკიდებულების სარეაბილიტაციო ცენტრიდან პაციენტები გაიტაცეს
მექსიკის ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრიდან, სადაც მკურნალობას ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირები გადიან, შეიარაღებულმა პირებმა 20-ზე პაციენტი გაიტაცეს.
მოგვიანებით 13 მათგანი ქალაქ ირაპუატოში იპოვეს.
როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, გამტაცებლები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების გზებზე.