მექსიკაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 6 000-ით გაიზარდა. ქვეყანაში გამოვლენილია 362 274 ინფიცირებული.
უკვე რვა დღეა, ახალი შემთხვევების რიცხვი ხუთი ათასს აღემატება.
ბოლო 24 საათში ვირუსს 790 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი, გარდაცვლილია 41 190 პაციენტი. მექსიკა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.