მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 6 859 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 356 255 შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 915 პაციენტი გარდაიცვალა.
მექსიკაში ჯამში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 40 400 შემთხვევა ფიქსირდება.