მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 5 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 5 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 5 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 504-ით გაიზარდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 139 196-ს, გარდაცვლილთა რიცხვი კი ჯამში 16 448-ს შეადგენს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.