მექსიკაში კორონავირუსის 7 573 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა კიდევ 737 პაციენტი
მექსიკაში კორონავირუსის 7 573 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა კიდევ 737 პაციენტი

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის 7 573 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 737 პაციენტი. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 378 285 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ახალი კორონავირუსით დაღუპული პაციენტების რიცხვი 42 645-ს აღწევს.

მექსიკის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.