მექსიკაში კორონავირუსის 6 686 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მექსიკაში კორონავირუსის 6 686 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 686 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 926 ინფიცირებული.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა სულ 492 522 ადამიანს, გარდაიცვალა 53 929 პაციენტი.

მექსიკის მთავრობის განცხადებით, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა რეგისტრირებულზე გაცილებით მაღალია.