მექსიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 2 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეორე დღეა, ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 000-ს აჭარბებს.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მექსიკაში „კოვიდ-19“ უკვე 45 032 ადამიანს დაუდგინდა. ადგილობრივი მთავრობის პროგნოზით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პიკი 20 მაისამდე დადგება.
ზომების შემსუბუქება ქვეყანაში პირველი ივნისიდან დაიწყება. ამასთან, მექსიკის მთავრობა უარს ამბობს მასობრივ ტესტირებაზე. აშშ-სთან შედარებით მექსიკა ყოველ 100 000 ადამიანზე 32-ჯერ ნაკლებ ტესტს ატარებს.