მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლულია კარლოს დომინგესი, რომელიც ტამაულიპასის შტატში Diario de Nuevo Laredo-ს გამოცემაში მუშაობდა.
დომინგესი ნუევო ლარედოს ცენტრში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს მოკლული. ბოლო დროს ჟურნალისტი პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა. ტამაულიპასის შტატის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
იანვრის დასაწყისში მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი მოკლეს. ჰერარდო მარტინესს ქუჩაში ესროლეს.
2017 წლის განმავლობაში მექსიკაში 12 ჟურნალისტი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2000 წლიდან დღემდე ქვეყანაში 120 ჟურნალისტია მოკლული, 20 ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.