მექსიკაში ინტერვიუს ჩაწერის დროს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ჟურნალისტი დაჭრეს
მექსიკაში ინტერვიუს ჩაწერის დროს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ჟურნალისტი დაჭრეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი გადამღებ ჯგუფთან ერთად ერთ-ერთი ნარკობარონისგან ინტერვიუს იღებდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. რესპონდენტი ადგილზე მოკლეს, თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებს, მათ უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ.