მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს
მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს. ფრანცისკო რომეროს  ცხედარი საკურორტო ქალაქ პლაია-დელ-კარმენის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისა და ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, რეპორტიორს ემუქრებოდნენ, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, ის  ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალურ პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა ცოტა ხნის წინ ის კინტანა-როოს შტატში კვლავ დაბრუნდა.

“როიტერის” ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფრანცისკო რომეროს ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ყვებოდა, რომ თავდამსხმელებმა გაიტაცეს და სცემეს.

ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული კომიისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ის უკვე რიგით მე-6 ჟურნალისტია, რომელიც ქვეყანაში მოკლეს. 2000 წლიდან მოყოლებული კი მექსიკაში სულ 140 ჟურნალისტი  მოკლეს. მასმედიის კიდევ 21 თანამშრომელი 2005 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.