მექსიკაში ჟურნალისტი ცემით მოკლეს. ინფორმაციას ტამაულიპასის შტატის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. თავდასხმა ქალაქ სიუდად-ვიქტორიას ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჟურნალისტი ჰექტორ გონსალეს ანტონიო საავადმყოფოდან გადაყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ჰექტორ ანტონიო სამაუწყებლო კომპანია Imagen-ში კორესპონდენტად მუშაობდა. ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.
მექსიკაში ჟურნალისტები თავდასხმის სამიზნეები ხშირად ხდებიან. მხოლოდ 2017 წლიდან დღემდე 20 ჟურნალისტი მოკლეს. ბოლო ათი წლის მონაცემებით კი ცენტრალურ ამერიკაში 76 ჟურნალისტია მოკლული.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია