მექსიკაში დღეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთად ტარდება
მექსიკაში დღეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად იმართება.
მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 89 მილიონზე მეტ მექსიკელს აქვს. ქვეყანაში 157 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნება.
წელს მექსიკის არჩევნების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მერების არჩევას შესაძლოა მეორე ტური დასჭირდეს. ეს სიახლე არ ეხება პრეზიდენტს. ქვეყნის ლიდერს კვლავ ექვსი წლით აირჩევენ.
პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას სულ ოთხი კანდიდატი აცხადებს: მემარცხენე ძალების წარმომადგენელი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი. ყველა გამოკითხვით ის ლიდერია; მეორე ადგილზე კოალიცია „ყველაფერი მექსიკისთვის“ კანდიდატები არიან. აღნიშნულ კოალიციაში შედის მექსიკის მმართველი პარტიაც. მათ ორი პრეტენდენტი ჰყავთ – ხოსე ანტონიო მიდი და რიკარდო ანაია; მეოთხე კანდიდატი ჰაიმე ლუის კალდერონია.
საარჩევნო კამპანიის მთავარი საკითხი დანაშაულთან ბრძოლა და უსაფრთხოება იყო – წინასაარჩევნო კამპანიის დროს 121 პოლიტიკოსი მოკლეს.