მექსიკაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 5 506 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 751 ადამიანი
მექსიკაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 5 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 751 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში „კოვიდ 19“-ით 531 239 ადამიანი დაინფიცირდა.
მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსულ ინფექციას ქვეყანაში უკვე 57 774 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში კორონავირუსული ინფექციისგან 363 300-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მექსიკაში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა.