მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 947 პაციენტი გარდაიცვალა.
შედეგად, ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 196 847 მიაღწია. ვირუსს კი საერთო ჯამში 24 324 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის ჯანდაცვის უწყება ექვსი ათასზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევს.