მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 044 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 5 343 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 21 825-ს აღწევს. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 180 545 შემთხვევაა დადასტურებული.
მექსიკის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.