მექსიკაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 5 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მექსიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 165 455 პაციენტს აქვს დადასტურებული.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 667-ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რიცხვიც, რომელიც ახლა 19 747-ს შეადგენს.