მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 668 ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 668 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 668 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში „კოვიდ-19“-ით უკვე 37 574 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ერთ დღეში მექსიკაში კორონავირუსული ინფექცია 6 406 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირების საერთო რაოდენობა კი 324 041-ს აღწევს.

ქვეყნის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ინფექციის ფაქტობრივი რაოდენობა სავარაუდოდ ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მაღალია. კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამ მექსიკის ხელისუფლება აიძულა დაეწესებინა ადგილობრივი შეზღუდვები ვაჭრობასა და დასვენების სფეროზე, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებზე მაშინ, როდესაც ქვეყნის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების საშუალებებს ეძებს.