მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 827 ადამიანი
მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 827 ადამიანი

მექსიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 600 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 6 476 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 827 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 606 036 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 65 241 ადამიანი.