მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 439 პაციენტი კი გარდაიცვალა
მექსიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 150 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 439-ით გაიზარდა „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი, რომელიც განახლებული მონაცემებით, 17 580-ს შეადგენს.