მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.
ავტოკატასტროფა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვერაკრუზის შტატში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარია ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.
სამგზავრო ავტობუსი მეხიკოდან ვერაკრუზის შტატში მიდიოდა და კათოლიკე პილიგრიმები გადაჰყავდა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.