მექსიკაში ავტობუსი გადაბრუნდა, რასაც, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. ავტობუსს კრუიზიდან დაბრუნებული ტურისტები გადაჰყავდა. დაშავებულია კიდევ 18 ადამიანი.
ავტობუსში სულ 31 მგზავრი იმყოფებოდა. სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მათ შორის იყვნენ აშშ-ის, იტალიის, შვედეთისა და ბრაზილიის მოქალაქეები.
მათთან ერთად დაზარალდნენ ადგილობრივი მძღოლი და ტურის გიდები.
დაშავებულები ოთხ საავადმყოფოში გადაანაწილეს. მათგან ხუთი მალევე გამოწერეს.