მექაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
მექაში სიცხის შედეგად დაღუპული იორდანიელი პილიგრიმების რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია.
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, მუსლიმთა წმინდა ადგილას ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას 1,8 მილიონი ადამიანი ესწრებოდა.