„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მეორე ტური თბილისში, „მიხეილ მესხზე” გამართული შეხვედრით დასრულდა – საჩხერეს „ჩიხურამ” გორის „დილას” უმასპინძლა და ქულას დასჯერდა.
22-ე წუთზე გიორგი კორიფაძის წამოწყებული შეტევა მიშიკო სარდალიშვილმა გააგრძელა. ის საჯარიმოში ამოს ნონდიმ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა და „ჩიხურა” დააწინაურდა 1:0.
66-ე წუთზე გორელებმა წონასწორობა აღადგინეს: საჩხერელთა საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი ირაკლი ლექვთაძემ მეკარესავით ხელით მოიგერია და მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ალვინ ფორტესმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
ლოკომოტივი – საბურთალო 1:3
დინამო ბთ – ტორპედო 0:2
სიონი – დინამო თბ 2:1
რუსთავი – ვიტ ჯორჯია 0:0
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე ტურის მატჩები 10 და 11 მარტს გაიმართება.